LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავაკეთეთ სიმღერების ახალი ვერსიები, ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება“ – მერაბ სეფაშვილი

211
img-0142-2019-10-16_10-34-23_716635-1024x683

27 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მერაბ სეფაშვილი გახლდათ, რომელმაც 29 აპრილს დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე ისაუბრა.

 -მერაბ, 29 აპრილს დიდი დღეა, მართავთ საიუბილეო კონცერტს…

-კი და ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.

ვიცი, რომ ინტენსიური რეპეტიციები გაქვთ და ძალიან ემზადებით კონცერტისთვის.

-კი, გვაქვს რეპეტიციები და რაღა დარჩა კონცერტამდე…

-დიდ ბენდთან ერთად წარდგებით მსმენელის წინაშე?

-ბენდში არიან დათო მაზანაშვილი და ჩემი სხვა მეგობრები, იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მუდმივად არის ჩემს კონცერტებზე.

-რომელიმე სიმღერის ახალ ვერსიას თუ მოვისმენთ კონცერტზე ან რაიმე განსაკუთრებულ სიურპრიზს თუ ჰპირდებით თქვენს მსმენელს?

-როგორ არ ვპირდებით, ვპირდებით და შევასრულებთ კიდეც ჩვენს დანაპირებს. გავაკეთეთ სიმღერების ახალი ვერსიები, ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება. კონცერტი საინტერესო იქნება იმ მხრივაც, რომ გარდა ჩემი რეპერტუარისა, იქნება სხვა სიმღერებიც, რადგან მონაწილეობენ სხვა მომღერლებიც. კონცერტზე იქნებიან: „ქართული ხმები“, „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, სოფო გელოვანი, ზუკა ხუციშვილი, ბესო კალანდაძე.

-ძალიან მაგარია ის ფაქტი, რომ ამხელა „ჩაკეტილობის“ და პაუზის შემდეგ, ასეთი დიდი კონცერტი იქნება.

-ეს არის მთავარი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამდენი ხანი მართლა ჩაკეტილები ვიყავით. კონცერტზე იქნება ბევრი კოლაბორაცია, მონაწილეებთან ერთად შევასრულებ სიმღერებს მათი რეპერტუარიდან.

მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი 29 აპრილს გაიმართება

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები