მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი, რომელიც პანდემიის გამო, რამდენჯერმე გადაიდო, ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში 29 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს დავით მაზანაშვილის ბენდი, გია მაჭარაშვილი, ნინი გველესიანი, გიორგი ჩიქოვანი, ბექა ცხომელიძე. ასევე ანსამბლები: „თეატრალურის კვარტეტი“, „ალილო“, „ქართული ხმები“, აგრეთვე ზუკა ხუციშვილი, სოფო გელოვანი და ბესო კალანდაძე.
ბილეთების შეძენა tkt.ge-ს საშუალებით 4 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.