მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ოცნება – მერაბ სეფაშვილთან დუეტი ჩაეწერა, ახდა. ნინი შერმადინი მადლობას უხდის მერაბ სეფაშვილს ნდობისთვის და დაუვიწყარი შესაძლებლობისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ ახალი სიმღერის დაწერის და ვიდეოკლიპის გადაღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
„აი დადგა ის დღეც, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდი. 😍🎉 დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ❤️
პატარა ნინისთვის მერაბ სეფაშვილთან დუეტი მხოლოდ ოცნება იყო. მისი სიმღერებით გავიზარდე, ყველა ტექსტი ზეპირად ვიცი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს საკუთარი დუეტი მექნებოდა ლეგენდასთან.
დღეს ეს ოცნება რეალობად იქცა. ❤️
ამ დღეს განსაკუთრებით დედა და მამა გამახსენდნენ. დედამ ყველაზე კარგად იცოდა, როგორ მიყვარდა ბავშვობიდან მერაბ სეფაშვილი. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩემზე უფრო ბედნიერი იქნებოდა, მამაჩემი კი ემოციებისგან იტირებდა და ორივე მეტყოდა: „ყოჩაღ, ნინიკო!“ ❤️
უდიდესი მადლობა ბატონ მერაბ სეფაშვილს ნდობისთვის და ამ დაუვიწყარი შესაძლებლობისთვის, მაია კაჭკაჭიშვილს საოცარი სიმღერისთვის, ზაზა ხუბუკელაშვილს შესანიშნავი არანჟირებისთვის და გიორგი ცაავას ამ თბილი, გულწრფელი და ულამაზესი ვიდეოკლიპისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ნინო არაზაშვილს და TV პირველს, რომ წლების განმავლობაში ყოველთვის ჩემს გვერდით დგანან. ❤️
ოცნებები ნამდვილად ხდება. დღეს ამის კიდევ ერთი დასტური მივიღე. ✨🎶❤️“, – წერს ნინი შერმადინი.
კლიპის პრემიერა „ტვ პირველის“ ეთერში შედგა.
