მერაბ სეფაშვილმა მეუღლეზე, ნინიკო ჯურხაძეზე შუადღე Live-ის ეთერში ისაუბრა.
მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანი, მეგობარი და დედა იყო.
„ვცდილობ ბევრი არ ვილაპარაკო ამ თემაზე იმიტომ, რომ იმდენად ტრავმირებული ვართ ყველა, ჩემი შვილები, შვილიშვილები..ძალიან იწვალა ბოლო პერიოდში, ამის გახსენება ძალიან რთულია…არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი მეგობარი, არაჩვეულებრივი დედა. ძალიან ემოციური ადამიანი იყო და ამ ემოციურობამ…ერთ-ერთი ეს იყო მიზეზი, ინსულტის, მერე ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდან.
ცდილობ არ იფიქრო, მაგრამ გეფიქრება, ცდილობ არ იფიქრო, მაგრამ თავისით მოდის,“ – აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა.
მერაბ სეფაშვილს მეუღლე რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა.
ნინიკო ჯურხაძემ რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა.
მერაბ სეფაშვილსა და ნინიკო ჯურხაძეს თითქმის 40-წლიანი ქორწინება აკავშირებდათ.
