მერაბ სეფაშვილის მეუღლეს, ნინო ჯურხაძეს ოჯახის მეგობარი ქეთი ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის და მასთან გატარებულ დღეს იხსენებს.
„ეს ფოტო მე გადაგიღე, ჩვენს სახლში, რომელიც შენიც იყო. ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყავი, თვალი ვერ მოგწყვიტე მაშინ. ნინო, ჩემო ულამაზესო გოგო, ჩვენი ოჯახის უსაყვარლესო ადამიანო, ჩვენი შაკოს ნათლიავ შენ სიყვარულის გოგო იყავი ყველასთვის, გაფრინდი შენს ნათლიდედა ნუნუკასთან და ლელასთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარდა. მადლობა ჩვენი ოჯახის უსაზღვრო სიყვარულისთვის.
დამწუხრებული გულით ვუსამძიმრებ ჩვენს მერაბს და მთელს შენს საყვარელ ოჯახს, შენს მეგობრებს…შენს გოგოებს საყვარელო, აცხონოს უფალმა შენი ლამაზი, ნათელი სული და დაგიმკვიდროს სასუფეველი, ადგილსა მწვანილოვანსა, სადაც მართლები განისვენებენ.
მიყვარხარ …
ხვალ…შენი დაბადების დღეა…“, – წერს ქეთი ასათიანი.
შეგახსენებთ, 5 აპრილს, მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე, ნინიკო ჯურხაძე გარდაიცვალა.
