მარიამ როინიშვილი უნიკალურ კადრებს ავრცელებს.
დედის ვიდეოს მომღერალი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც პოსტშია აღნიშნული, კადრები 1995 წლით თარიღდება, რა დროსაც თამრიკო ჭოხონელიძე „იანვნანას“ ასრულებს.
„გამოჩდა 31 წლის შემდეგ!
თქვენთვის ახლა თითქმის პრემიერაა, რადგან 31 წლის მანძილზე ეს ფირი იყო დაკარგული. ვერაფრით ვერ იპოვეს და შემთხვევით ახლა აღმოვაჩინეთ.
ეს ახლა სიურპრიზი იქნება თამრიკო ჭოხონელიძესთვისაც, რომლის ეს ნამღერი ფილმიდან „იავნანა“, ხატივით ცალკე დგას და ამდენი წელია, ფილმი ნანახიც რომ არ გქონდეთ, კახიძის თამრიკოსეული იავნანა იცის ყველამ, უფილმოდ.
ეს გახლავთ პირველი კონცერტი ფილმის (1994წ) გადაღების შემდეგ
თქვენ ახლა უყურებთ 1995 წლის „ლაივ“ კონცერტს.
ნახეთ, ხალხო, რა ხარისხია, რა გაუპრანჭავი დიდებულებაა, როგორი დახვეწილია ყველაფერი. არაფერი ზედმეტი. 31 წლის შემდეგაც კი ეს ხარისხი, ეს კულტურაა საპოვნელი, ესაა რაც გვჭირდება, ვეძებთ, ვერ ვპოულობთ და თუ ვიპოვით დღეს, ეს არის ერთი-ორი მუსიკოსის მხარ-ბეჭზე, რომელთაც დიდად დღეს არ აქვთ გასაქანი.
უმაღლესი ხარისხის დეფიციტია დღეს, რადგან ამ ხარისხის შემქმნელნი არიან ხელ-ფეხ შეკრულნი.
ხოდა, სანამ რამე სასიკეთოდ შეიცვლება, ისევ “ძველებმა” უნდა გვიშველონ და ა, ბატონო, ისიამოვნეთ.
თქვენს წინაშეა დიდი ჯანო კახიძე მისი ორკესტრით და მუსიკალური ინტელექტით გამორჩეული თამრიკო ჭოხონელიძე.
P.s. სულ ორი ნომერი მაქვს ამ კონცერტიდან, მეორე ნომერსაც ხვალ დაგაწევთ,“ – წერს თამარა გოგელიძე სოციალურ ქსელში.
