თამრიკო ჭოხონელიძე „კოტcast-ის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც განვლილი რთული პერიოდის შესახებ საუბრობს.
როგორც მუსიკოსი ამბობს, სტრესის ფონზე წონაში საგრძნობლად მოიმატა.
„ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი სტრესი, რაზეც ლაპარაკი არ მინდა. სწორედ ამ პროცესში გადის დღეები და ვგრძნობ, რომ ვფუვდები. არაფერში აღარ ვეტევი. ვდგები სასწორზე და წონაც იმატებს. მივედი რამდენიმე ექიმთან და დიეტას მინიშნავდნენ. მე ვეუბნებოდი, რომ იქ პირის ამოსაკერად არ ვიყავი მისული.
მე ისევ ისე ვიკვებები, როგორც ადრე, მაგრამ რაღაც ხდება ჩემს ორგანიზმში. თვეში და 28 დღეში ზუსტად 21 კილო მაქვს მომატებული. ახლა ძალიან მიჭირს, მაგრამ იმ პერიოდში საერთოდ ვერაფერი ვერ გავაკეთე. ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა, ყველაფერი არეული იყო, მათ შორის ფარისებრიც“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
ფოტო: კოკო როინიშვილისა და ანი იმნაძის რომანტიკული ფოტოები: „ჩემი საყვარელი მსახიობები ხართ…“
თამრიკო ჭოხონელიძემ გია როინიშვილთან ერთად რომში იმოგზაურა: „ეს საჩუქარი ჩემი შვილებისგან მივიღე…“
