UG Art პოდკასტთან, გიორგი უშიკიშვილთან საუბრისას თამრიკო ჭოხონელიძე იმ შეცდომებზე საუბრობს, რომლებსაც ადამიანები სიმღერის დროს უშვებენ.
„ინოლა გურგულიას აქვს გენიალური ფრაზა, ნურაფერს მეტყვი, მიმღერე, რომ გამიხდე თანაზიარი. ჩვენ ის თანაზიარობა გაგვიწყდა, აღარ ვართ თანაზიარები. როცა ნამღერს ვისმენ, ვხვდები, რომ არც უფიქრია, რაზე მღერის…
პირველად იყო სიმღერა, გალობა ლამაზმიანი – იგივე ინოლა… არა მრავალხმიანი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამას მღერიან პედაგოგები, რომლებიც შემდეგ მოსწავლეებს ასწავლიან. თითქმის ყველგან იჭერ შეცდომებს… როგორ შეიძლება, რომ ეს არ მიიჩნიო ტყუილად. როცა მსმენელი ვარ, შენ მე მატყუებ და თანაზიარს ვერ გამხდი ვერც მე და ვერც ვერავის. ჩვენ მსმენელს ვაჩვევთ ამას…“
