გიორგი უშიკიშვილის UG Art პოდკასტი მუსიკალურ პროდიუსერ, მარინა ბერიძესთან ინტერვიუს გვთავაზობს.
ვიდეო: „სუფრა ავიდა სცენაზე. ხაშლამები უვარდებათ პირიდან და მღერიან…“ – ვის აკრიტიკებს მარინა ბერიძე
ცნობილი პროდიუსერი რჩევას აძლევს მშობლებს, თუ როგორ უნდა შეაყვარონ შვილებს მუსიკა:
„სიმღერის სიყვარული თუ უნდათ და მუსიკის სიყვარული – წაიყვანონ და თუ უნდათ, რომ კაბა შეკერონ, 200 ლარი მისცენ, კლიპი გადაიღონ, აქ „ბროშკები“ გაიკეთონ, ბანტები გაიკეთონ და ტელევიზორში გამოჩნდნენ, მაგისთვის ნუ წაიყვანენ ბავშვს. მე ისე კარგად მაქვს მშობლებთან აწყობილი საქმე, ზუსტად იციან სად არიან… ბავშვებს ჩააცვი ჯინსები, ჩააცვი მაისურები, ათამაშე და თამაშ-თამაშით შეაყვარე მუსიკა“ – ამბობს მარინა ბერიძე.
