LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კიდევ ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა, ბავშვს რომ შეაჩვევ პლუსზე სიმღერას… დღეს ბავშვები მღერიან პლუსებზე და მე ეს კარგად ვიცი…“ – მარინა ბერიძე ბავშვების სიმღერაზე

250
მარინა ბერიძე

მარინა ბერიძე გიორგი უშიკიშვილის პოდკასტში საუბრობს ადრეულ ასაკში მიღწეულ პოპულარობაზე და იმ ტყუილზე, რომელსაც პედაგოგები აჩვევენ მომღერალ პატარებს.

მარინა ბერიძე:

„როგორც კი შენ ავარსკვლავებ ბავშვს და მერე ეს ბავშვი რაღაც პერიოდის მერე ვერაფერს ვერ იღებს, ეს მისთვის ძალიან დიდი ტრავმაა. ბავშვს მუსიკა უნდა ასწავლო მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყოს კეთილი, მართალი და კარგი გემოვნება ჩამოუყალიბდეს. ბავშვს სილაღე არ უნდა წაართვა. თუ ბავშვი იმიტომ გამოდის კონცერტზე,რომ მერე ქორწილში უნდა იმღეროს და მერე მის პროდიუსერს უნდა დაურეკო (ვიცი მე, რაც ხდება), ეს ჩემთვის არის ნონსენსი და წარმოუდგენელი ამბავია.


კიდევ ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა, ბავშვს რომ შეაჩვევ პლუსზე სიმღერას… დღეს ბავშვები მღერიან პლუსებზე და მე ეს კარგად ვიცი. მე კარგი ყური მაქვს და ხანდახან პედაგოგის ხმას ვცნობ, ბავშვის ნამღერიც კი არ არის… და მერე პედაგოგი ეუბნება – შენ ძალიან კარგად იმღერე… ასეთი დამოკიდებულებით, შენ უკვე 7 წლის ბავშვს ასწავლი ტყუილს. ატყუებ მის მშობელ და ახარჯვინებ უზარმაზარ ფულს…
და რაც მთავარია, არსებობს რეპერტუარის პრობლემა. ბავშვმა უნდა იმღეროს საბავშვო სიმღერა.

დღეს საბავშვო მუსიკალური კონკურსები ძალიან ცოტაა. ფაქტობრივად, ერთადერთი საზოგადოებრივ მაუწყებელზე – „რანინა”. ამ ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი მუშაობს, იქ ნამდვილად კარგი პედაგოგები არიან და რაც მომწონს განსაკუთრებით, ისაა, რომ ბავშვებმა ბგერის მნიშვნელობა იციან. ბგერიდან ბგერაზე გადასვლა ფენომენალურად აქვთ ნასწავლი.
ერთადერთი პრეტენზია მაქვს და ეს არის რეპერტუარი. არ არის ის რეპერტუარი, რაც შეფერება ბავშვებს, ან ძალიან ჩახლართულად არის გაკეთებული.

წლების განმავლობაში ვიყავი ჟიურიში, მაგრამ არ ვიცი, ბავშვი როგორ შევაფასო, თუ უკან ჩოხიანი 20 კაცი უდგას და 40 ფორტეზე მღერის. იქ მე მეკარგება ბავშვი. არ შეიძლება პირველ ტურში გამოვიდეს ბავშვი და იმას უკან ჰყავდეს „ბექები”… მე ვერ ვისმენ ბავშვს, მეკარგება ის.
მთავარია, არ გადავეჩვიოთ სიმართლის თქმას, სიმღერაშიც ცხოვრებაშიც, სახელმწიფოშიც და ქვეყანაშიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები