LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი ღამე დაბომბილ ბინაში იწვა და მხოლოდ დილით იპოვეს” – კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ემსხვერპლა

558
Untitled design

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას კიდევ ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

უკრაინაში ომს უკვე 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა

გუშინ ღამით, კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად საკუთარ სახლში დაიღუპა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვერა გირიჩი.

ინფორმაცია მისმა კოლეგამ, ალექსანდრ დიმჩენკომ გაავრცელა:

“ეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ჩემი კოლეგის, ვერა გირიჩის პატარა მანქანაა, რომლითაც მან რამდენიმე წლის წინ წაგვიყვანა ნემეშაევოში.

გვითხრა, თუ როგორ უნდა ვეძებოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა ვერა აღარ არის. მის სახლს რუსული რაკეტა მოხვდა, ვერა მთელი ღამე ბინაში იწვა და მხოლოდ დილით იპოვეს.

არ ვიცი როგორ გადმოვცე, თუ რა საოცარი ადამიანი აღარ გვყავს”, – წერს ჟურნალისტი.

ორი კვირის წინ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა განაცხადა, რომ რუსული შეჭრის შემდეგ ქვეყანაში, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი დაიღუპა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში