„იმას, რასაც რუსული ჯარები აკეთებენ უკრაინაში, პირდაპირ მივყავართ დასკვნამდე, რომ რუსები უკრაინელების სრულ განადგურებას ცდილობენ“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აკეთებს.
როგორც მან პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომს ვოლოდიმირ ზელენსკი არ შეუცვლია, რადგან „ის ყოველთვის ასეთი იყო. ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ“.
„იმას, რასაც რუსული ჯარები აკეთებენ უკრაინაში, პირდაპირ მივყავართ დასკვნამდე, რომ რუსები უკრაინელების სრულ განადგურებას ცდილობენ, ეს არის მათი ნამდვილი მიზანი. დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი განადგურება სურთ, მათ უნდათ გენოციდის ჩადენა და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან, რადგან მათი სიტყვები, მათ ქმედებებს არ ემთხვევა.
ომმა ის არ შეცვალა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ის ყოველთვის ასეთი იყო. ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ, ადამიანი, რომელიც არასოდეს დამარცხდება, რაც ბოლომდე ასე გაგრძელდება. უბრალოდ, ახლა მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რაც შეიძლება ადრე ყველასთვის ნათელი არ იყო“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.