LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი არესტოვიჩი – ხარკოვის რეგიონში რამდენიმე ასეული დამპყრობელი დაიღუპა

114
arestovichii

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტებს ხარკოვის რეგიონში. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ასეული დამპყრობელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ავრცელებს. მისივე თქმით, გარდაცვლილები უფროსი ოფიცრები არიან.

არესტოვიჩმა კომენტარი გააკეთა საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ ა.დ. სიმონოვის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც მედიაში დღეს დილით გავრცელდა. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ზოგიერთი მონაცემით, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსი ლიკვიდირებულია.

ამასთან, არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის გადაადგილება უკვე ოთხი დღეა არ შეინიშნება, სანაცვლოდ რუსეთის მიმართულებით გაhყავთ დიდი რაოდენობით დაშავებულები და გარდაცვლილები. „დიდი რაოდენობით დაზიანებული ტექნიკა, დაჭრილები და დაღუპულები მიჰყავთ უკან. დაღუპული ბევრია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g