LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი კეიტ მიდლტონზე ლამაზად ცნეს

74

ექიმმა ჯულიან დე სილვამ, რომელიც ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრში მუშაობს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლებს – კეიტ მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის უფრო მეტად ლამაზი გამოავლინა. უპირატესობა მან მარკლს მიანიჭა.

შეფასებისას ექიმმა ოქროს კვეთის პრინციპი გამოიყენა – მათემატიკური ფორმულა და ჰარმონიული გაყოფა, რომელიც სილამაზის საზომად ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გამოიყენებოდა.

ჯულიან დე სილვას დასკვნით, პრინც ჰარის საცოლე იდეალურ პროპორციებთან უფრო ახლოს არის. მას მცირედით ჩამორჩება მიდლტონი.

„მეგანი და ქეითი სხვა პრინცესებისგან ნამდვილად განსხვავებულები არიან. მეგანს თითქმის იდეალური ცხვირი და ნიკაპი აქვს. ლამაზი სიმეტრია კი მას იდეალურ პროპორციებთან აახლოებს“, – მიიჩნევს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები