LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple უმაღლესი ხარისხის ყურსასმენზე მუშაობს

75

კომპანია Apple ახალ ყურსასმენებზე მუშაობს. როგორც სიახლის შემქმნელები აცხადებენ, ის ბაზრის ისეთი ლიდერების კონკურენტი იქნება, როგორიც Bose და Beats by Dre არიან.

უკანასკნელ წელს, კომპანიამ მათზე მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა და შემდეგ განაახლა. ყურსასმენების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხმის დამხშობის გარდა, მათში ხმის წყაროსთან მიერთების სწრაფი ფუნქცია გააქტიურდება, როგორც ეს AirPods-შია.

ამ დროისთვის Apple-ის სორტიმენტში ყველაზე ძვირადღირებული ყურსასმენი 500 დოლარი ღირს. ახალი კი მასზე ძვირი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები