LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპიუტერის თაგვი თითის ანაბეჭდის სკანერით

319

Finger Thinking Smart Fingerprint Mouse – ეს არის ჩვეულებრივი კომპიუტერის თაგვი, თუმცა ერთი განსაკუთრებული დეტალით. თაგვს აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი. მოწყობილობა  Microsoft-ის უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით არის სერთიფიცირებული, ასე რომ მისი გამოყენება  Windows 10-ის ავტორიზაციისთვის ფუნქცია Hello-ს საშუალებით არის შესაძლებელი და ის ლოკალური ფაილების დასაცავად არის საჭირო.

სკანერით შესაძლებელია ბრაუზერებში მითითებული პაროლების შეცვლაც – ერთ თაგვს შესაძლებელია 100-მდე ექაუნთი დაუკავშიროთ და პაროლის აკრეფის ნაცვლად მას მხოლოდ თითი დაადოთ.

პროექტის ავტორი კომპანია Xiaomi-ია და მისი ღირებულება 317 დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები