LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ქართული კომპანია, რომელიც საკუთარი ხარჯით, თანამშრომლებს და მათ ოჯახებს, ზაფხულობით 1 კვირიან შვებულებას სრულად უფინანსებს

170
1552337391_e09fe860afeafc3f944c281373180cc6fa7ba3528fecbbbf0ab5dcd585177d0c

მიუხედავად ორი რთული, პანდემიური წლისა მოვახერხეთ და შევქმენით 740 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, „არემჯი” არის ლიდერი კომპანია საქართველოში სამთო მოპოვებით დარგში და ლიდერი ამ დარგში დასაქმების კუთხით.

„აღსანიშნავია, რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი საშუალო ანაზღაურება, 1500-1700 ლარი, რაც რეგიონისთვის ნორმალური ხელფასია“, – დასძინა გიორგი ჩხეიძემ. მისივე განმარტებით, სოციალური პასუხისმგებლობა „არემჯის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.

„ამ კუთხით, ჩვენი კომპანია საკმაოდ წარმატებულია და მრავალი წელია, ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. დაახლოებით, 20 მლნ დოლარის ღირებულების პროექტები გვაქვს განხორციელებული ბოლო პერიოდში, როგორც კომპანიის შიგნით თანამშრომლებზე მორგებული და ორიენტირებული, ასევე კომპანიის გარეთ. შიდა პროექტების მიმართულებით რამდენიმე შემიძლია აღვნიშნო: საკმაოდ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტით, კვებით უზრუნველყოფა, წარმატებული თანამშრომლების დაჯილდოება, პრემიები.. ასევე გვაქვს პროექტები, რომლებიც მორგებულია თანამშრომელთა კეთილდღეობაზე, მაგალითად პროექტი „დაისვენე საქართველოში“, რომელსაც 2019 წლიდან ვახორციელებთ. ეს პროექტი შეიქმნა საქართველოს ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, თუმცა, ძალიან დიდი პოპულარობა და გამოხმაურება მოიპოვა ჩვენს თანამშრომლებში და 2019 წლიდან დღემდე, 1000-მდე თანამშრომელი, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, უზრუნველყოფილი იყო ერთკვირიანი დასვენებით შავი ზღვის კურორტებზე, თავისი ტრანსპორტირებით, კვებით – სრულ ხარჯებს ანაზღაურებდა კომპანია. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანამშრომელთა განვითარებას პროფესიული კუთხით. კომპანიაში 2018 წლიდან ფუნქციონირებს სასწავლო აკადემია, სადაც ათასამდე თანამშრომელი გადაემზადა უკვე. გვაქვს ასევე, „წლის სამთოელის“ პროექტი, სადაც კომპანია ახორციელებს წლის შეჯამებას და საუკეთესო თანამშრომლებს აჯილდოებს“, – დასძინა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g