საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„დღეს, თბილისის დროით 16:50 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები გუშინაც დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 ბალი შეადგინა.