LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე Apple ყველაზე დიდ iPhone-ს გამოუშვებს

71

ამერიკულმა კომპანია Apple 2018 წლის ბოლომდე სამ ახალ iPhone-ს გამოუშვებს. ერთ-ერთი მათგანი კი ბრენდის არსებობს ისტორიაში ყველაზე დიდი დიაგონალის მქონე სმარტფონი იქნება.

აღნიშნული მოდელის კოდური სახელწოდება D33 იქნება და მისი კორპუსის ზომა დაახლოებით iPhone 8 Plus-ის ზომის იქნება, ვიზუალურად კი ის iPhone X-ის მსგავსი იქნება. ცნობილი ხდება, რომ ტელეფონში იმუშავებს სახის ამომცნობი ტექნოლოგია Face ID. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სმარტფონს ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერა ექნება, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ Apple ახალი მოწყობილობების შესახებ მიმდინარე შემოდგომაზე განაცხადებს, თუმცა გეგმები შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები