LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში კაცმა ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა

342
Untitled design (1)

ბორჯომში მამაკაცმა საკუთარი ცოლი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით 40 წლამდე ქალს ქმარმა 16-მდე ჭრილობა მიაყენა.

როგორც SKnews წერს, ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაჭრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ბორჯომის “ჯეო ჰოსპიტალის” ხელმძღვანელის, ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია:

“ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა დიასამიძემ.

ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ბორჯომში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის პირველ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მამაკაცს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამაც.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ და“ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g