LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე, მტკიცებულება უნდა წარადგინო: პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

101
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს: უკრაინის დაზვერვა

პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც იმ მეგობარ ქვეყანას, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე, მტკიცებულება უნდა წარადგინო:

“ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებების ჯერადობამაც იმატა და ამას რაიმე შედეგი არ აქვს, რომ საზოგადოებაში მსჯელობა სერიოზულად მოხდეს. ხედავთ, რომ ნაწილობრივ, ოპოზიციაც კი ასეთ განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს, როცა ხდება ბრალდებების წამოსროლა საქართველოს მიმართ ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის.

ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, უკრაინის დაზვერვა როგორ მუშაობს, მაგრამ როცა იმ მეგობრის წინააღმდეგ აყენებ მძიმე ბრალდებას, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად და ასევე იმ მეგობრის მიმართ, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო.

ასეთი მტკიცებულება წარდგენილი არ არის ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. ყველა დავრწმუნდით, რომ ეს ბრალდება არის ტყუილი. კონკრეტულად არაფერი ითქვა და უბრალოდ ბრალდება იყო. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ინსტიტუციები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. საბოლოო ჯამში, ამ ინსტიტუტების განცხადებებს ფასი ეკარგება. არადა, როცა ომია, მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგოს”, – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g