LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი – რა პერსპექტივა გვაქვს ამ მიმართულებით

189
20210405152943

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მან კონფერენციაზე Meet THE Change განაცხადა, რომელიც THE Crossroads სტარტაპ პლატფორმის ფარგლებში, სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისში გაიმართა.

„ინოვაციური ქართული სტარტაპ ეკოსისტემა, რომლის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და არის მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის აქსელერაციის პროგრამა, რომელიც გასულ წელს „სილიკონ ველის“ ერთ-ერთ წამყვან აქსელერატორ კომპანიასთან ერთად განხორციელდა, ის წარმოადგენდა რეგიონულ პროექტს, სადაც დაახლოებით 30 პროცენტამდე მონაწილეობდნენ სტარტაპები რეგიონებიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელობას და როლს ჩვენს რეგიონში“,- განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურად ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, მხოლოდ საგრანტო პროგრამის პორტფელში, ორასამდე სტარტაპის პროექტია დაფინანსებული, რომელთა მიერ ჯამურად მოზიდული უცხოური ინვესტიციები, დღეისთვის 300 მილიონ ლარს აჭარბებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პროექტი THE Crossroads საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად დაიწყო და მისი მიზანი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g