ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების აცხადებენ, რომ აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება.
“ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა უკრაინას მიაწოდა დეტალები რუსეთის ჯარების მოსალოდნელი გადაადგილების, ადგილმდებარეობისა და რუსეთის მობილური სამხედრო შტაბის შესახებ.
როგორც გამოცემა წერს, მიღებული ინფორმაცია უკრაინამ გამოიყენა საარტილერიო დარტყმებისა და სხვა თავდასხმების განსახორციელებლად, რა დროსაც რუსი ოფიცრები დაიღუპნენ.
“უკრაინელებმა ასევე მიიღეს სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის ჯარების მოსალოდნელი გადაადგილების შესახებ, რომელიც ეფუძნება ამერიკის შეფასებებს რუსეთის სამხედროების საბრძოლო გეგმის შესახებ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში შეტევისთვის”, – აღნიშნავს გამოცემა.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მათ მოკლეს, სულ მცირე, 12 რუსი გენერალი ფრონტის ხაზზე, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ თქვეს, რამდენი გენერალი იყო ლიკვიდირებული აშშ-ის დაზვერვის დახმარებით.
ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ დაზვერვის ძალისხმევამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ბრძოლის ველზე – ინფორმაცია მებრძოლებს დაეხმარათ მათ მიერ გამოვლენილი ძირითადი სამიზნეების დადასტურებას და ახალი სამიზნეების აღმოჩენაში.