LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი სააკაშვილზე: პატიმარი აწარმოებს თვითგვემას

106
ვოლსკი სააკაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სააკაშვილზე საუბრისას ამბობს, რომ ის „თვითგვემას აწარმოებს“.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი შეთავაზებულ მკურნალობაზე უარს ამბობს, ამას თვითდაზიანებაც შეიძლება ეწოდოს.

„არსებობს საკმაოდ კვალიფიცირებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ნებისმიერ დროს, თუკი ეს საჭირო გახდება, ჩაერთვება. არსებობს რეალობა, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტული პატიმარი აწარმოებს თვითგვემას.

გარკვეულწილად, შეიძლება, ამას დავარქვათ თვითდაზიანებაც, როდესაც შეთავაზებული მკურნალობა არის მიუღებელი კონკრეტული ადამიანისთვის”, – ამბობს ის.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, რომ პარლამენტის ექიმმა წევრებმა მოინახულონ, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს სააკაშვილის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული “პოლიტიკური თამაშია”.

ექიმ დეპუტატებს მონახულების მოწოდებით სააკაშვილმა გუშინ, 4 მაისს მიმართა. ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათთან არანაირ პოლიტიკურ დისკუსიას არ გამართავს და მხოლოდ სიმპტომებზე ესაუბრება.

პასუხად, დღეს ხუნდაძემ თქვა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს და განაცხადა, რომ მან ჯანმრთელობა არა ვინმეს “უყურადღებობით ან უდიერი მოპყრობით”, არამედ “საკუთარი სურვილით” გააუარესა.

magti 5g