LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი არის გალეული, აქვს მკვეთრი წონის კლება, ტრემორი, საშინელი ფერი და მეტყველებაც უჭირს: თინათინ ბოკუჩავა

215
ბოკუჩავა - სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მისი მონახულების შემდეგ ბოკუჩავამ განმარტა, სააკაშვილს აქვს მკვეთრი წონის კლება, ტრემორი და მეტყველებაც უჭირს.

ბოკუჩავას განცხადებით, ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა.

„ასეთ მძიმე მდგომარეობაში მე ის არ მინახავს. ძალიან მძიმედაა. როცა საათობით გვქონდა ხოლმე ვიზიტის გაგრძელების შესაძლებლობა, ახლა იმდენად შეუძლოდ და იმდენად სუსტად არის, რომ პრაქტიკულად, მეტყველებაც უჭირს და ამიტომ საკმაოდ ხანმოკლე იყო ჩვენი საუბარი მისი უძლურობიდან გამომდინარე. რაც მე დღეს ვნახე, ადამიანი არის გალეული, მას აქვს მკვეთრი წონის კლება, აქვს ტრემორი, აქვს საშინელი ფერი და არის ძალიან სუსტად, პრაქტიკულად მეტყველებაც უჭირს. უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და დამოუკიდებლად გადაადგილება.

ეს არის ის რაც მე ვნახე და ამიტომ ვთვლი, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, რაც გადაარჩენს მის სიცოცხლეს და ააცილებს ამ ქვეყანას ძალიან სერიოზულ საფრთხეს მით უმეტეს ასეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, არის მისი გადაყვანა საზღვარგარეთ კლინიკაში, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g