დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მათ სჭირდებათ სტრატეგიული საერთაშორისო მხარდამჭერი გეგმა უკრაინისთვის, რომელიც იქნება ისტორიული „მარშალის გეგმის“ თანამედროვე ანალოგი“. მისივე თქმით, უკრაინაში მზადდება მასშტაბური გეგმა აღდგენითი სამუშაოებისათვის და „მარშალის გეგმის“ ანალოგი იქნება ინვესტიცია მთელი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისთვის.
„ჩვენ უკვე ვამზადებთ დიდ და მასშტაბურ გეგმებს აღდგენითი სამუშაოებისთვის უკრაინაში და ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული საერთაშორისო მხარდამჭერი გეგმა უკრაინისთვის, რომელიც იქნება ისტორიული „მარშალის გეგმის“ თანამედროვე ანალოგი. ეს არის ფული, ტექნოლოგიები, პროფესიონალები და დიდი შესაძლებლობები, რომლებიც არის საჭირო სიცოცხლის გადასარჩენად, მოდერნიზაციისთვის და სოციალური განვითარებისთვის. ეს იქნება ინვესტიცია მთელი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისთვის, რათა აგრესორმა იცოდეს, რომ ის ევროპის ნაწილს და თავისუფალ ერებს ვერ გასტეხს. ყველაფერი, რაც ომის შედეგად დაზიანდა, აღდგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.