LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუბარია პუტინის ტყვეზე“ – მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება გათავისუფლებული: ნიკა მელია

89
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „პუტინის ტყვეა“. როგორც მელია განმარტავს, „სამწუხაროდ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესი არ აღმოჩნდა ხანმოკლე, მაგრამ ის აუცილებლად იქნება გათავისუფლებული“.

მელიას თქმით, „საერთაშორისო ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იყო დაპირისპირებაში ყველაზე ველურ ძალასთან 2008 წელს“.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ „არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში საზღვარგარეთ იქნება გადაყვანილი“.

„საუბარია პუტინის ტყვეზე და სამწუხაროდ პროცესი მისი ტყვეობიდან გათავისუფლებისა არ აღმოჩნდა ხანმოკლე, მაგრამ ის აუცილებლად იქნება გათავისუფლბული. მე მაქვს ჩემს პარტიასთან ერთად, მხარდამჭერებთან ერთად კონკრეტული გეგმა, სტრატეგია, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით.

საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ორი მყარი და მკვეთრი პოზიცია: ერთი, უკრაინასთან მიმართებაში და მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან მიმართებაში. დღეს უკრაინის გვერდით ვინც არ დგას, მიუხედავად არგუმენტებისა, ის დგას რუსეთის მხარეს. ეს პოზიცია არსებობს, ან შენ ხარ სწორ მხარეს, ან შენ ხარ ბოროტების მხარეს. იგივეა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ყველა აცნობიერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იყო დაპირისპირებაში ყველაზე ველურ ძალასთან 2008 წელს. როდესაც პუტინი ჩადის იმას, რასაც ჩადის უკრაინაში და ამ დროს საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა 2008 წელს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, არ უნდა იყოს ტყვეობაში და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში იქნება შესაბამის კლინიკაში საზღვარგარეთ გადაყვანილიო. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. როგორც არასოდეს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა არის ქართველი ხალხის გვერდით და დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობა უცხოელების მხრიდან დიახაც, გამოიხატება ამ ქვეყნის მომავლის ქომაგობაში და განსაკუთრებით 24 თებერვლიდან. ორი მხარე არსებობს, ან მხარე ხარ კრემლის, ან დასავლური თავისუფალი სამყაროსი და მიხეილ სააკაშვილი არის საზღვარგარეთ ბევრისთვის განსახიერება ბოროტებასთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g