LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი: “შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად…როგორც მეთაურმა თქვა, “ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ”

88
280083430_534389761414111_938741234481668607_n

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ოკუპანტებთან შეტაკებების დროს, ცხრა ქართველი დაიჭრა.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, დაჭრილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მტერს კი სოლიდური დანაკარგი აქვს.

“მოკლედ რახან ჭორის დონეზე გავარდა ხმა გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგავართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა “ასკოლკა” თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი “კანტუზია” როგორც ხედავთ ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ.

როგორც მეთაურმა თქვა: “ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ”

არ ინერვიულოთ ყველანი ვართ მსუბუქად. სანერვიულო არაფერია.

მტერმა ინერვიულოს და თვალონ დანაკარგი,” – წერს ლადო გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g