თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში „ტელეგრამი“ ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წუხილს გამოთქვამს რუსული საინფორმაციო პოლიტიკის გამო.
,,რუსეთს ახლა მხოლოდ ერთი რამ აკლია, მსოფლიოს დაანახვოს სიმართლე. აბსოლუტურად ვეთანხმები კატია მწითურიძეს, ჩვენ არაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჯოლი სიმართლეში დაგვერწმუნებინა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ანჯელინა ახლა დონბასში ჩამოვიდესო, თქვა მწითურიძემ და ის მართალია“, – წერს თინა კანდელაკი.
„ანჯელინა ჯოლის დანახვაზე, გული მერევა“ – თინა კანდელაკი
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე მწითურიძე რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანია. როგორც ჩანს, კანდელაკის მსგავსად, ისიც კრემლის პროპაგანდისტთა რიცხვს შეუერთდა.
ვიდეო: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა – მსახიობი ერთ-ერთ კაფეში შეამჩნიეს
„პრეზიდენტ პუტინის სამართლიანობასა და სიკეთეს საზღვრები არ აქვს“ – თინა კანდელაკი