რუსებს 800-900 მილიონი დოლარი უჯდებათ ყოველდღიურად ომის წარმოება, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა არჩილ იაკობაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით რუსეთმა ომი ფაქტობრივად რუსეთის კეთილდღეობის ფონდიდან დააფინანსა. იაკობაშვილის განცხადებით, სანქციების მოკლევადიანი ეფექტია, რომ აპრილში რუსეთში 20%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, სავალუტო რეზერვები კი 10%-მდე აქვთ შემცირებული.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი თვლის, მთავარი მაინც რჩება ენერგორესურსების წინააღმდეგ სანქციები, რომელიც აშშ-მ დააწესა, ევროკავშირმა კი დააანონსა, აქვთ იმედი, რომ ეს წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.
იაკობაშვილის განცხადებით, სანქციების მონაწილე ქვეყნებს მოუწევთ თავიანთი ბაზრის სტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა.
“როდესაც ბაზრის სტრუქტურის ცვლილება ხდება, ეს ფასზეც აისახება, რაც ვნახეთ საქართველოშიც. პოლონეთში, უნგრეთშიც, ჩეხეთშიც და მსგავს ქვეყნებში ეშინიათ, რომ ფასები მოიმატებს მნიშვნელოვნად, არა იმის, რომ პროდუქტები დეფიციტური გახდება. გერმანიის და ავსტრია საკუთარი პროდუქციით სრულიად დაფარავენ ამ სამ ქვეყანას, უბრალოდ ეს გაძვირებას გამოიწვევს“, – აღნიშნა არჩილ იაკობაშვილმა.” – აცხადებს არჩილ იაკობაშვილი.