9 მაისის დილას, Lente.ru-ზე ათზე მეტი მასალა გამოჩნდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ომის კრიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ სტატიები უკვე აღებულია საიტიდან, მთავარი გვერდის ასლი დაცულია ვებ არქივში.
კრიტიკული მასალები გამოქვეყნდა შემდეგი სათაურებით: „პუტინმა გააჩაღა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი სისხლიანი ომი“, „ვლადიმერ პუტინი გადაიქცა სამარცხვინო დიქტატორად და პარანოიდად“, „რუსული ელიტა დაავადებულია ნეპოტიზმით“, ასევე სტატია. „”ომი ვერ ფარავს ეკონომიკაში ჩავარდნებს. პუტინი უნდა წავიდეს. მან წამოიწყო უაზრო ომი და რუსეთს უფსკრულში მიჰყავს“. ამ უკანასკნელის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა იკისრეს “ეკონომიკის” და “საყოფაცხოვრებო სფეროს” განყოფილებების ხელმძღვანელმა და რედაქტორმა, ეგორ პოლიაკოვმა და ალექსანდრა მიროშნიკოვამ. “ჩვენ ვეძებთ სამუშაოს, იურისტებს და ალბათ პოლიტიკურ თავშესაფარს!” – ნათქვამია სტატიის ბოლოს.
გამოცემა “მედიაზონას” ერთ-ერთმა წყარომ “ლენტა.რუ”-ში დაუდასტურა, რომ მათმა თანამშრომლებმა სხვა ადრე გამოქვეყნებულ ამბებში თვითნებურად შეცვალეს ტექსტი.
წყარო: მედიაზონა