კომპანია LG ანონსისთვის სმარტფონ G7-ს ამზადებს. რესურსმა TigerMobiles ახალი მოწყობილობის გამოსახულება და დეტალები გაარკვია.
LG G7-ის ეკრანს შემცირებული ზომის ჩარჩო, ორმაგი წინა კამერა, თითის ანაბეჭდის სკანერი და ორმაგი ძირითადი კამერა აქვს. რაც შეეხება მეხსიერებას, ის 6 გიგაბაიტს შეადგენს. სმარტფონის ბატარეა კი სწრაფი დატენვის ფუნქციით – Quick Charge 4.0 იქნება აღჭურვილი.
ოფიციალურად LG G7 2018 წლის აპრილში გამოვა.
