11 იანვარს ლოს-ანჯელესში პრემია Critics’ Choice Awards-ის რიგით 23-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს წამყვანი ოლივია მანი იყო.
წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის წამყვანი ვარსკვლავები გამოჩნდნენ: ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, ჯესიკა ბილი, მარგო რობი, კრის ჰემსვორტი, გალ გადოტი და სხვები.
ცერემონიის მთავარი რეკორდსმენი ფილმი „წყლის ფორმა“ გახდა, მან 4 ნომინაციაში გამარჯვება შეძლო, 3 ჯილდო მიიღო პროექტმა „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისური“.
სატელევიზოო კატეგორიაში რეკორდსმენი სერიალი „დიდი პატარა ტყუილები“ გახდა, რომელმაც 4 ჯილდოს მოპოვება შეძლო.
საღამოს მთავარი ფერი თეთრი იყო, მსახიობების უმეტესობა სწორედ ამ ფერის კაბით წარდგა თაყვანისმცემლებს შორის. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ანჯელინა ჯოლიმ მიიქცია, რომელიც როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.