ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს!, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერი, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებულ რამდენიმე პირობას, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც არის მზად გადავიდეს კლინიკაში გამოკვლევებისთვის.
მდინარაძის სიტყვებით, “მოთხოვნების დაყენება ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელი სისტემის პირობებშიც არა თუ მსგავსი უფლებები, არამედ სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებს და პატიმრებს წართმეული”
„სისტემის პირობებში არა თუ მოთხოვნას აყენებდა პატიმარი, არამედ უბრალოდ ზედმეტი სიტყვის ფასი შეიძლება მისი სიცოცხლე ყოფილიყო. ახლა ამ სისტემის ავტორი კლინიკაში მისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს და ჩვენ, ამაზე მსჯელობის დროს ყველას გვავიწყდება, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს თუ გინდათ, რომ მიმკურნალოთ, მოდი ეს პირობები შემისრულეთო – ამორალურია. უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გამოკვლევებისთვის გადასვლაზე თანხმობას გამოთქვამს, თუმცა რამდენიმე პირობით. მოთხოვნებს შორის არის მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, ასევე გამოკვლევების პროცესში მისი ექიმების ჩართვა.