LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზახაროვა: ექსტრემისტული და პროვოკაციულია ლიეტუვის მიერ რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარება

101
ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება, გამოაცხადოს რუსეთი სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს, არის პროვოკაციული და ექსტრემისტული.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს, დეკლარაციას და განცხადებებს, ისინი ექსტრემისტულ ნაბიჯებს დგამენ – სხვა რამ არ შეიძლება ეწოდოს. ყველა ეს ქვეყანა NATO-ს წევრია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს NATO-ს უკანონო და აგრესიული ქმედებები. რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი მოიტანა… ეს ზუსტად უნდა განიხილებოდეს, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტად“, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ლიეტუვის სეიმმა 10 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ლიეტუვა აღიარებს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში არის გენოციდი, ხოლო რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g