დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალები ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევების ჩატარებას განაგრძობენ. გარდა ამისა, რუსეთის საზღვართან რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე კონტროლის აღადგინეს.
„რუსეთის სამხედრო ძალები პრიორიტეტს დონბასის ოპერაციას ანიჭებენ, რამაც ოკუპანტების ქვედანაყოფები უკრაინის კონტრშეტევების მიმართ დაუცველი დატოვა. კონფლიქტის საწყის ეტაპებზე ხარკოვის ოლქში მიღწეული წარმატების მიუხედავად, რუსეთმა ძალების რეორგანიზაციისთვის რეგიონიდან ქვედანაყოფები გაიყვანა.
ძალების აღდგენის შემდგომ, ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგის და იზიუმის მიდამოებში მიწოდების ძირითადი გზების დასაცავად დონეცკის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგდებიან. ხარკოვის ოლქიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა არის ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინის ძირითადი ქალაქების აღებას ვერ ახერხებს.“– ნათქვამია ანგარიშში.