LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოშები ჩამოსულ სტუმრებს სამკაულებს აცლიან, საუდის არაბეთის საელჩომ საქართველო დაუცველ ქვეყანათა სიაში გადაიტანა – შალვა ალავერდაშვილი

1097
279887584_3254987754786044_4883393961253909949_n

„სამწუხარო ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის საელჩომ საქართველო დაუცველ ქვეყანათა სიაში გადაიტანა“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმის კურსი“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.

შალვა ალავერდაშვილი იმედოვნებს, რომ საელჩოს ეს განცხადება შემომსვლელი ვიზიტორების რაოდენობაზე მნიშვნელოვნად არ აისახება.

„საუდის არაბეთის საელჩომ საკუთარ ხალხს საქართველოში მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მიზეზი ადგილზე არაჯანსაღი კრიმინალური სიტუაციაა. შედეგად, ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ რეისზე საქართველოში ჩამოსვლაზე უარი 40-მა ადამიანმა თქვა. თავად გადავთარგმენთ რაც ეწერათ: ჩამონათვალში იყო ის, რომ ბოშები აღმაშენებლის გამზირსა და მეიდანზე ჩამოსულ სტუმრებს სამკაულებს აცლიან, ზოგს კი ფულს ჰპარავენ. განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იყო გაკეთებული“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა „საქმის კურსში“.

მისივე განმარტებით, შშს-ს ამ ფაქტზე რეაგირება სთხოვეს, თუმცა, როგორც ალავერდაშვილი ამბობს,  ეს განცხადება დღემდე ისე დევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები