LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ჩვენმა ხალხმა რუსეთთან უკვე 3-ჯერ იომა – თქვენ შეგიძლიათ ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენ ქვეყანაზე 

395
ღარიბაშვილი და ზელენსკი

„ჩვენმა ხალხმა რუსეთის ფედერაციასთან უკვე 3-ჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ – ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ ქვეყანაში არანაირი ომი არ იქნება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურიბა იყოს. ღარიბაშვილის სიტყვებით, ეს არის უპირველესი საფუძველთა საფუძველი და ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი არ იქნება.

„ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა რუსეთის ფედერაციასთან უკვე 3-ჯერ იომა, შეიძლება ასე ითქვას. დაწყებული 90-იან წლებში, შემდეგ შიდა ომი, სამოქალაქო ომი, ათასი უბედურება გადავიტანეთ. შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია და დღემდე ეს გრძელდება.

ამას ჩვენ კარგი ანალიზი თუ არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა და საქმიანობა გავაგრძელეთ, მათ შორის, შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა იქნება, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში. პირიქით, იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა,“ – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებითაც: თუ რამდენად მისაღებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ლანძღვა, რაზეც მან მედიის წარმომადგენელს ასე უპასუხა:
„თქვენ შეგიძლიათ ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე.“

პრემიერი მედიას: შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ამიტომ მანამდე გთხოვთ, მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g