LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალინა კაბაევას სანქციები დაუწესეს არა იმიტომ, რომ პუტინის პარტნიორია, არამედ იმიტომ, რომ ქონების უზარმაზარი ნაწილი მის სახელზეა გაფორმებული – პიანტკოვსკი

260
ალინა-კაბაევა

პუტინის საყვარელი ქალის, ალინა კაბაევას შეყვანა სანქცირებულთა სიაში განპირობებული იმით, რომ მასზე რუსეთის პრეზიდენტის ქონების დიდი ნაწილია გაფორმებული. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრეი პიანტკოვსკიმ განაცხადა.

„ალინა კაბაევას სანქციები დაუწესეს არა იმიტომ, რომ სქესობრივი პარტნიორია, არამედ იმიტომ, რომ საქმიანი პარტნიორია. როგორც აღმოჩნდა, პუტინის ქონების უზარმაზარი ნაწილი მის სახელზეა გაფორმებული. ის არ არის ამაში მარტო, ჩელოს ერთ-ერთი მუსიკოსის სახელზე აღმოჩნდა ძალიან დიდი ქონება. 250 მილიარდ დოლარად არის შეფასებული მისი მთლიანი ქონება, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა ადამიანებზე და მათ შორის მნიშვნელოვანი წილი ალინა კაბაევას სახელზე მოდის“, – განუცხადა ანდრეი პიანტკოვსკიმ „TV პირველს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g