LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო გოცირიძე: ”ომი გინდა” რას ნიშნავს? არ მინდა, მაგრამ არც ერთ მოცემულობაში? და იქნებ სწორედ ამ პოლიტიკას მივყავარათ ომამდე?

308
BeFunky-collage (4)

უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე G7-ისა და ნატოს შეხვედრებზე მიწვეულ პარტნიორებს შორის საქართველო არყოფნის საკითხზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო „დიდი შვიდეულის“(G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეული იმიტომ არ იყო, რომ ომთან დაკავშირებული არაა. მისივე თქმით, ვინც საქართველოს G7-ზე არ მიწვევის გამო წუხს, ის წუხს იმის გამოც, რომ ქვეყანა ომში ჩართული არაა.

როგორც ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, “ომი უნდათ” წმინდა ანტიდასავლური პროპაგანდაა.

“ჯერ მეგონა, დაგინებას აპირებდა, მაგრამ, გამახსენდა, რომ, გადმოცემით, რაჭველი კაცები ბუნჩულეები არიან და ქალები კაპასები:)))

არ მაქვს პოზიცია, უნდა ვყოფილიყავით ამ კონკრეტულ სამიტზე თუ არა – დიპლომატიას თავის წესები აქვს, მაგრამ ეს “ომი უნდათ” არის წმინდა ანტიდასავლური პროპაგანდა, ხოლო “იქ ის მიიწვიეს, ვისთანაც ომია”- გაუნათლებელ ამომრჩეველზე გათვლილი. სანამ ასეთი იაფი მესიჯი ამომრჩეველზე იმოქმედებს, მანამ გაგრძელდება ქვეყნის დეფრადაცია და არჩევნები მალე ფორმალობა გახდება, როგორც მეზობელ ქვეყანაშია.

‼️ასეთი რანგის შეხვედრაში მომაწილეობა ყოველთვის სასარგებლოა, ამიტომ, მიზეზი და კამუფლაჟი შენ უნდა გამონახო, რომ მიგიწვიონ, მაგრამ შენ 2-3 წელია მათთან მხოლოდ კონფრონტაციული რიტორიკა გაქვს, ხოლო პირადი ურთიერთობები 0;

‼️თუ მარტო ის ქვეყნები მიიწვიეს, სადაც ომია, მაშინ მოლდოვაში კონვენციური მოიცა არ არის. თუ ანკლავი ომია, ანკლავი ჩვენ რომ გვყავს, ისეთი უნდა და ომიც, ბოლო წლებია, ჰიბრრიდულია-ამას შვიდეული ვერ და არ უარყოფს

‼️ანკლავში რეფერენდუმი ჩაინიშნა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ომი რუსეთმა ამ სცენარით, რეფერენდუმი ს შედეგებზე დაყრდნობით დაიწყო. ამ გეოგრაფიულ სარტყელში ომი ხშირად აგვისტოში იწყება. ამას თავისი მიზეზები აქვს, აქ ვერ მოვყვები ყველას, მაგრამ ზემოთ ეს უნდა იცოდნენ. რომ დაიწყოს, მერე ვცადოთ რომ მიგვიწვიონ?:((( თუ 100%ვიცით, რომ არ დაიწყებენ, ან ზორგე გვყავს ან ცალკე უბედურებაა რაღაც და არ ვიცით

‼️ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში მე თუ დასავლეთ თან მეტი შეხების წერტილები, მეტი ურთიერთობა და მეტი დახმარება მჭირდება და ამის გამო, მთავრობისგან მეტ აქტიურობას ვითხოვ, ასე იგი ომი მინდა? ზუსტად ეს არის რუსული მენტალობა -კტო ნე სნამი. კი მაგრამ, რომელიმე პარტიულ ბოსს ჩემზე მეტი რა გაუკეთებია? ასე უპირობოდ თუ არ ვეთანხმები, ასე იგი ქვეყნის მტერი ვარ?

‼️”ომი გინდა” რას ნიშნავს? არ მინდა, მაგრამ არც ერთ მოცემულობაში? და მაინც რომ წამოვიდეს? გორამდე? მცხეთამდე? თუ ვერაზე მოვიდა? და იქნებ სწორედ ამ პოლიტიკას მივყავარათ ომამდე? ან ომი რომელს უნახავს, ამათგანს, გინდა ხილულ და გინდა უხილავ ფრონტზე?

‼️მოკლედ, სანამ ამომრჩეველი ირაციონალური კატეგორიებით აზროვნებს ან ზოგადსაკაცობრიო ცნებებით ჟონგლირებას მიირთმევს, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. წიგნი წაიკითხეთ, ხალხო, სხვა ვერაფერი გვიშვრლის. ეგეც ხანგრძლივვადიანია, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე მაინცაა”, – წერს ანდრო გოცირიძე.

ცნობისთვის, 12-14 მაისს გერმანიაში იმართება G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი რეგულარულად დაგეგმილი შეხვედრა გერმანიის თავმჯდომარეობის ეგიდით. უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მისი რეგიონული და გლობალური შედეგების დაძლევას განიხილავენ გერმანიაში, G7-ისა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე, რომლებზეც საქართველო მიწვეული არ არის. ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთი და შვედეთი, G7-ის შეხვედრის სტუმრებს შორის არიან უკრაინა და მოლდოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g