ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პატრიარქის ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, აღნიშნული შედეგით, ყველა, მათ შორის სააკაშვილის ოჯახი და საზოგადოება მადლიერი უნდა იყოს.
„თქვენ ყველამ იცით, რომ პატრიარქი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. არ არის აუცილებელი, რომ ამ საუბრის ყველა დეტალი ვიცოდეთ – შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა, ოჯახის წევრიც და საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, არ უნდა შეხვედროდა? ოჯახის წევრებს რატომ უნდა შეხვედროდა? ამიტომ არ უნდოდათ შეხვედრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო?“,- აღნიშნა მან.