LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ნარჩენებისგან საღებავის წარმოება დაიწყო

50
bmw

კომპანია BMW გახდა მსოფლიოში პირველი მწარმოებელი, რომელმაც ნარჩენებისგან დამზადებული საღებავების გამოყენება დაიწყო. ასეთი პრაქტიკა აქტიურად ინერგება ბრენდის ევროპულ ქარხნებში. ხოლო სამხრეთ აფრიკაში მდებარე ქარხანაში საერთოდ ეკოლოგიური ანტიკოროზიული დაფარვის საშუალებების დამზადებაც დაიწყეს.

გარემოზე ნეგატიური გავლენის შესამცირებლად BMW არსებული გადაწყვეტილებების მთელ არსენალს იყენებს. კომპანია ნელ-ნელა განახლებად ენერგიებზე გადადის. თანაც ეს არამხოლოდ მანქანის აწყობის პროცესს, არამედ სხვადასხვა კომპონენტების გამოშვებას, მაგალითად ალუმინის დისკებს შეეხება. მაგალითისთვის, გერმანიაში მდებარე ქარხნების მიერ გამოყენებული ენერგიის 50% მზისაა.

გარდა ამისა, BMW აქტიურად სწავლობს გადამუშავებული მასალის, ბიოკომპოზიტების და სხვა ინოვაციური მასალის გამოყენების უპირატესობებსაც. ბრენდის ბოლო ინოვაცია ძარის ეკოლოგიური საღებავი გახდა, რომელიც ნარჩენებისგანაა დამზადებული.

ჯერჯერობით ასეთი საღებავებით ევროპულ ქარხნებში აწყობილ მანქანებს ღებავენ, თუმცა მომავალში პროექტში მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მდებარე საწარმოებიც ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები