LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vivo-მ საშობაო სმარტფონი გამოუშვა

94

ჩინურმა კომპანიამ Vivo სმარტფონ X20-ის მორიგი ვერსია დააანონსა, რომელიც სპეციალურად შობის დღესასწაულს მიუძღვნა.

Vivo X20 Christmas Edition-ს წითელი ფერის კორპუსი აქვს და გაყიდვაში ის შეზღუდული ტირაჟით გამოვა. ორიგინალი ვერსიისგან ის მხოლოდ ფერით იქნება განსხვავებული, შესაბამისად შეფუთვითა და საჩუქრით, რომელიც საახალწლო თემატიკის შალითას წარმოადგენს.

Vivo X20 Christmas Edition აღჭურვილია 4 გიგაბიტიანი ოპერატიული და 64 შიდა მეხსიერებით, 6,01 დიუიმიანი FHD დისპლეით, ორმაგი 5 და 12 მეგაპიქსელიანი და წინა 12 მეგაპიქსელიანი  კამერით.

სმარტფონი გაყიდვაში 16 დეკემბრიდან ჩაეშვება და 483 დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები