კომპანია Samsung ჭკვიან სვიტერზე მუშაობს, რომელსაც სხვადასხვა გაჯეტების დატენვა შეეძლება. მარკამ სიახლე უკვე დააპატენტა.
აღსანიშნავია, რომ Samsung-მა მსგავსი ტიპის გაჯეტი ადრეც წარმოადგინა, თუმცა მას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ჰქონდა, ბატარეა, რომელიც მასში იყო ჩამონტაჟებული, მუდმივად დატენვას საჭიროებდა. ამჟამად კი, ახალი ზედა მისი მეპატრონის მოძრაობით დაიმუხტება.
გარდა ამისა, ტანსაცმელში განთავსებული სენსორები მეპატრონისა და მისი აქტივობების შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს. სხვა დეტალები ჭკვიანი სვიტრის შესახებ ამ დროისთვის არ ხმაურდება.
