Facebook-მა საკუთარი ფონოტეკის შექმნა დააანონსა. ამ დროისათვის, სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ათასამდე მელოდია და ნახევარ მილიონამდე სხვადასხვა სახის ჟღერადობაა, რომელთა დამატებაც მომხმარებლებს საკუთარ პოსტებზე შეუძლიათ. პრობლემა ის არის, რომ როგორც წესი, ეს არის სიმღერები, რომლებსაც უცნობი ავტორები მღერიან.
ამ დროისთვის სოციალური ქსელის წარმომადგენლები ცნობილ მომღერლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა მათი შემოქმედება Facebook-ის პლატფორმისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.