LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაკვირვებული დავრჩი, როცა ერთი კვირის წინ უკრაინიდან პირველი შეკვეთები მივიღეთ“ – ნაბეღლავი კიევსა და ლვოვში დაბრუნდა

505
ipiccy_image

გაკვირვებული დავრჩი, როცა ერთი კვირის წინ უკრაინიდან პირველი შეკვეთები მივიღეთ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი დიდი სიხარული იყო, არა რაოდენობის გამო, არამედ პრეცედენტის გამო, რადგან ჩვენი პროდუქტი (ნაბეღლავი) კიევისა და ლვოვის მაღაზიებში დაბრუნდა, – ამის შესახებ მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა მიხეილ სვიმონიშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჰოლდინგისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი, ომამდე, უკრაინა იყო და ამ მიმართულებით ექსპორტის თუნდაც მცირე მოცულობებით აღდგენა მათთვის სასიხარულოა.

„საქართველოში, დღეს თითქმის ყველა კომპანია, შექმნილ ვითარებაში, პრობლემების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, რთულია და გვაქვს დანაკარგები ექსპორტში, მაგრამ 5 მლნ ბოთლით უფრო მეტს გავყიდით თუ ნაკლებს, ამაზე მეტად ის მორალური შოკი გვაწუხებს, რაც უკრაინაში ხდება. შესაბამისად, ჩვენს დანაკარგებს ასე პირდაპირ არ ვუყურებთ“, – განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა „Forbes კვირაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g