3 თვიანი პაუზის შემდეგ კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვანახლებთ მუშაობას კიევში აშშ-ის საელჩოში. უკრაინელმა ხალხმა, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი დახმარებით, დაიცვა თავისი სამშობლო რუსეთის შეჭრის ფონზე და, შედეგად, საელჩოს თავზე აშშ-ის დროშა ფრიალებს. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას კრემლის სასტიკი აგრესიული ომისგან“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.