„Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს გამუდმებით უთვალთვალებენ და აკონტროლებენ“ – ეს ინფორმაცია Google-მა გამოცემა Quartz-ს დაუდასტურა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვრიდან საძიებო გიგანტმა Android-ის მომხმარებლების გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. ადგილმდებარეობა ქსელის კოშკების მანძილის მიხედვით განისაზღვრებოდა და ის მაშინც მუშაობდა თუ სმარტფონში სიმ-ბარათი არ იდო.
გამოცემამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ სმარტფონი ინფორმაციას გასცემს ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი სხვა საბაზო სადგურის მოქმედების ზონაში ხვდება და Wi-Fi-სა და GPS-ს რთავს.
Google-ის წარმომადგენლის თქმით, უახლოეს მომავალში კორპორაცია ამ ფუნქციის გაუქმებას გეგმავს.