AnTuTu-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სმარტფონი დაასახელა. თანამედროვე გაჯეტების მოყვარულები ალბათ ადვილად მიხვდებოდნენ, რომ წელს პირველობისთვის Apple და Samsung შეეჯიბრებოდნენ. გამოქვეყნებული რეიტინგიდან კი გაირკვა, რომ პირველ ორ ადგილს სწორედ Apple-ს სიახლეები iPhone 8 Plus და iPhone 8 C იკავებენ. ხოლო, რაც შეეხება ბრენდის სიახლეს iPhone X-ს, ის საუკეთესოთა ათეულშიც ვერ მოხვდა. Samsung Galaxy Note 8 კი მხოლოდ მე-4 პოზიციას დასჯერდა და მესამე ადგილი ჩინურ ბრენდს OnePlus 5-ს დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე სწრაფ სმარტფონთა სიაში ასევე Nubia-სა და Xiaomi-ს ნაწარმიც მოხვდა. როგორც ჩანს, ჩინური ბრენდების პოპულარობის ზრდა პროდუქციის ხარისხის ზრდითაა გამოწვეული.