კომპანია Huawei-მ ახალი სმარტფონი გამოუშვა და დიდი იმედი აქვს, რომ ამერიკული ბაზრის დაპყრობას შეძლებს. უფრო სწორედ კი ბრენდი წელს ორ ახალ გაჯეტს შექმნის, Huawei Mate 10 და Huawei Mate 10 Pro სპეციალურად ამერიკელებზე იქნება გათვლილი. საქმე ისაა, რომ ბრენდმა ევროპული ბაზარი შეძლებისდაგვარად მოიცვა და ახლა შტატების დრო დადგა. ჩინური კომპანია სამშობლოში მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო რაც შეეხება ამერიკას, იქ მასზე არც თუ ისე დიდი მოთხოვნაა, რასაც სპეციალისტები კონკურენტთა სიმრავლითა და საიმედო პარტნიორთა ნაკლებობით ხსნიან. თუმცა, ფაქტია რომ ბრენდს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს და ის კონკურენციას ისეთ გიგანტებსაც კი უწევს, როგორიც Apple და Samsung-ია.